იაგო ხვიჩია

ხვიჩია: ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა

ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ქურდული სამყაროს წევრებად მიიჩნევენ, ერთადერთი ინტერესჯგუფია, რომელიც საქართველოში უფლებრივად ასეთ ღია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. ამაზე მთელი ქართული იურიდიული საზოგადოება თვალს ხუჭავს. ამ ქვეყანაში არ მოიძებნა იურისტი, რომელიც საჯარო სივრცეში დალაგებულად ახსნიდა, რომ განზრახვის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა არ შეიძლება.

ვიჭერთ არა ქმედებისთვის, არამედ იმ ფიქრებისთვის, რაც ადამიანს თავში უტრიალებს, რაც შესაძლებელია, იყოს თვალთვალის საფუძველი, არათუ დაჭერის.

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.

კომენტარები