იაგო ხვიჩია

ხვიჩია: ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ, ეკლესიასთან ამაზე დიდი ბრძოლა წარმოუდგენელია

Screenshot

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია წერს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ და ეს ეკლესიასთან ბრძოლას ნიშნავს. 

ის სოციალურ ქსელში მეუფე ზენონის სიტყვებს აზიარებს, რომელიც ამბობს, რომ "საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი". 

"მართალს ამბობს, ამით ეკლესია იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ და ამაზე დიდი ეკლესიასთან ბრძოლა რთულად წარმოსადგენია". - წერს იაგო ხვიჩია მეუფე ზენონზე. 

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს.

კომენტარები