მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა და აღმოჩნდა, რომ 60 დეპუტატია დარბაზში, ნაცვლად 76-სა, მე რასაც დავაკვირდი. მოგეხსენებათ, ფულიანი ხალხია ჩვენი კოლეგები - ზოგი ერთ კურორტზეა დასასვენებლად, ზოგი მეორეზე, ნაწილი საერთოდ არგენტინაში ნებივრობს, მე არ წამიყვანეს სხვათა შორის.
ხოდა, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი კანონების მიღება, როგორიც არის ლგბტ პროპაგანდის კანონი არ გამოვა. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, მაგ კანონის ჩვენი ხელით დავეხმაროთ, თორემ პოლიტიკური განცხადებები კი გვინდოდა და კი ვაპირებდით. პოლიტიკური განცხადების მერე 18 ლგბტ პროპაგანდის კანონი მოდის და მაგაზე მარტო ქოცები უნდა მუშაობდნენ და ჩვენ ვაკვირდებოდეთ. ჩვენ შევავსოთ კვორუმი და მერე ქოცებმა კანონი მიიღონ, ეს არ ყოფილა ჩვენი მიზანი და მოწოდება.