NDI-ის კვლევა

NDI: 31%-ის შეხედულებებთან ახლოს ოცნება დგას, 25%-თან არცერთი პარტია, 24% კითხვას არ პასუხობს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% ქართულ ოცნებას ასახელებს, ხოლო 5% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 24% პასუხზე უარს ამბობს, 5%-მა არ იცის, ხოლო 9% სხვა პარტიებს ასახელებს (ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი).

NDI აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პასუხზე უარის  თქმის მაღალი მაჩვენებელი სატელეფონო მეთოდის თავისებურებებით აიხსნას.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გსათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები