კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 298 ახალი შემთხვევიდან თბილისში 107 დადასტურდა, იმერეთში – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში –32

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან თბილისში 107 დადასტურდა, იმერეთში - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 32. 

აჭარაში ინფიცირების 18 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 13, შიდა ქართლში - 19, გურიაში - 21, კახეთში - 26, მცხეთა მთიანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 0. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 6 868 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 311 ადამიანი.  

25 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 253 816  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 243 396 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 071 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები