კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 29 იანვარს გადაწყდება პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა Pfizer-ის ლიმიტირებულ რაოდენობას

29 იანვარს გადაწყდება, ჩვენ პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობას Pfizer-ის ვაქცინის. განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ შევდივართ, დაახლოებით 40 მილიონი დოზა Pfizer-მა  მისცა სამედიცინო პერსონალის ასაცრელად. სახელმწიფოს მომართა COVAX პლატფორმამ, რამდენიმე პირობა იყო იქ დასაკმაყოფილებელი. ამ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. 29-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ევროპის ყველა ქვეყანას ვერ აძლევენ და აქედან შეარჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ აკმაყოფილებს...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ნახეთ, რას ითვალისწინებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა.

კომენტარები