ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები

რუსეთის ზოგ ქალაქში ნავალნის მხარდამჭერი აქციები დაიწყო, აკავებენ მომიტინგეებს [VIDEO]

რუსეთის რამდენიმე ქალაქში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების გამართვა უკვე დაიწყო.

დღეს აქციები რუსეთის 65-ზე მეტ ქალაქშია დაგეგმილი. არსებული ინფომრაციით, აქციები უკვე გაიმართა ან იმართება იუჟნო-სახალინსკში, მაგადანში, ჩიტაშიამურის კომსომოლსკში, ვლადივოსტოკში, ირკუტსკში, ულან-უდეში.

"წადი!" - მოუწოდებდნენ ირკუტსკის მომიტინგეები პუტინს.

ქალაქ იაკუტსკში მომიტინგეები -50 გრადუს ყინვაში გავიდნენ ქუჩაში ნავალნის მხარდასაჭერადSakhaday-ს ინფორმაციით, აქციაში რამდენიმე ათეული მომიტინგე მონაწილეობდა, ხოლო ადგილობრივი გაზეთის Yakutsk Vecherniy-ს თანახმად, აქციაში 300-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობდა. 

პოლიციამ მომიტინგეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა და დაკავებები დაიწყო. 

აქცია გაიმართა ხაბაროვსკშიც, სადაც გასული თვეების განმავლობაში პუტინის საწინააღმდეგო არაერთი აქცია ჩატარდა. აქციაში დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა.

"პუტინი ქურდია" - გაიძახდნენ აქციაზე. 

"მას არ ეშინია და ჩვენ არ შეგვეშინდება" - გაიძახდნენ ამურის კომსომოლსკში აქციაზე. 

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ იჭერენ სამართალდამცავები მომიტინგეებს.

OVD-ს თანახმად, მოსკოვის დროით 9 საათზე ათ ქალაქში 44 ადამიანი დაიჭირეს. 


შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნისთის პირობითი სასჯელის პატიმრობით ჩანაცვლებას ითხოვს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თებერვლას დაიწყება.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორცმისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები