ალექსეი ნავალნის საქმე

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნის ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას სთხოვს

ალექსეი ნავალნი
ABC News

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ალექსეი ნავალნის პირობითი პატიმრობის თავისუფლების აღკვევით შეცვლით ემუქრება, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადდება. ინფორმაცია ამის შესახებ ნავალნის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა გაავრცელა.

უწყების გზავნილში ნათქვამია, რომ ნავალნი არ ასრულებს სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და თავს არიდებს სისხლის სამართლის აღსრულების ინსპექციის კონტროლს.

ჟურნალში - The Lancet, 2020 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ნავალნი ა.ა.-ს მკურნალობის შედეგებზე გერმანული კლინიკა შარიტეს მასალებს ეყრდნობა. გამოცემიდან გამომდინარეობს, რომ ნავალნი ა.ა. კლინიკა შარიტედან 2020 წლის 20 სექტემბერს გამოწერეს, 12 ოქტომბრისთვის კი მას გაუარა ავადმყოფობის ყველა შედეგმა. შესაბამისად, პირობითად მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას და თავს არიდებს სისხლის სამართლის აღსრულების ინსპექციის კონტროლს

სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აღნიშნეს, რომ თუ დადასტურდება "კონტროლისგან თავის არიდების" შემთხვევა, მაშინ რუსეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, უწყება მიმართავს სასამართლოს თხოვნით, შეიცვალოს პირობით სასჯელი რეალურით

ამჟამად ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელ ვადაზეა. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა 1 წლით გახანგრძლივდა და შესაბამისად 2020 წლის 30 დეკემბერს იწურება. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

ნავალნის წარმომადგენელმა კირა იარმიშმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის 9:00-ისთვის რუსეთში დაბრუნება პოლიტიკოსისთვის შეუძლებელი იქნება. იარმიშმა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური კრემლის მითითებების შესრულებაში დაადანაშაულა.

"შეუძლებელია, ის [ნავალნი] ხვალ მოსკოვის კრიმინალური ინსპექციაში გამოცხადდეს. თუმცა ადარდებს სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს საღი აზრი? მათ ბრძანება მისცეს და ასრულებენ" . – წერს იარმიში Twitter-ზე.

ამჟამად ალექსეი ნავალნი გერმანიაში იმყოფება. გერმანიაში ის 22 დეკემბერს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტის მოწამვლის შემდეგ ის ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ პირადად შეუწყო ხელი ნავალნის გერმანიაში გადაყვანას და აღნიშნა, რომ მას ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა ჰქონდა. ალექსეი ნავალნის თქმით, ეს სიცრუეა და მას ქვეყნის დატოვების უფლება აქვს.

კომენტარები