კორონავირუსი და შეზღუდვები

ცქიტიშვილი: 9 საათის შემდეგ შეზღუდვა ზედმეტად სტუმრად სიარულის საშუალებას არ გვაძლევს

დღეს ბევრი კითხვა იყო, სოციალურ ქსელშიც ვისმენდი, რომ რა აზრი აქვს 21 საათის შემდეგ შეზღუდვას. აზრი აქვს ის, რომ ეს შეზღუდვა, არ გვაძლევს ჩვენ ყველას იმის საშუალებას, რომ თუნდაც ზედმეტად ერთმანეთთან სტუმრად ვიაროთ. როდესაც ვამბობთ ვირუსის გავრცელებაზე და მის მართვაზე, მოდით საკუთარ თავსაც ვკითხოთ, რომ თუნდაც ამ 15-დღიან დასვენების პერიოდში, ან საახალწლო დღეებში, ვიცავდით თუ არა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, რომ დავრჩეთ სახლში, არ გავმართოთ წვეულებები, არ ვიაროთ სტუმრად.

სამწუხაროდ, ჩვენ გვესმის ყველას, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ეს ურთიერთობა, სტუმრიანობის სახით, არის ის პრობლემა, რომელიც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს და როდესაც მთავრობას აკრიტიკებენ, იმისთვის რომ არ გვაქვს ზუსტი გეგმა თარიღებში გაწერილი, პასუხი არის სწორედ ის, რომ ჩვენ თვითონ ჩვენი ქცევით განვაპირობებთ იმას, თუ რამდენად დიდხანს ვიცხოვრებთ ეპიდემიასთან ერთად.

თქვა საქართველოს ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში კომენდანტის საათის 1-ელ მარტამდე დატოვების შესახებ. 

კომენტარები