კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები

საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია - Oxford

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ამის შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 21 იანვარს Oxford-ის სპეციალური ინდექსის გამოქვენების შემდეგ, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრეს ზომავს. 

ინდექსი შედგენილია ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, კომენდანტის საათი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერება და ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები.

ინდექსის მიხედვით, საქართველოს შესაძლო 100 ქულიდან 84,2 ქულა აქვს, შესაბამისად, საქართველო ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნების პირველ ათეულშია. ამავე ინდექსის მიხედვით მსოფლიოში სულ 7 სახელმწიფოა, რომელმაც კოვიდ-19-ის საპასუხოდ უფრო მკაცრი შეზღუდვები მიიღეს. 

ინდექსის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი – 89.8 ქულა;
  • ზიმბაბვე – 87.04 ქულა;
  • ერიტრეა – 86.01 ქულა;
  • ირლანდია – 85.1 ქულა;
  • გერმანია – 85.1 ქულა;
  • ისრაელი – 85.1 ქულა;
  • ვენესუელა – 84.2 ქულა;
  • საქართველო – 84.2 ქულა;
  • კვიპროსი – 84.2 ქულა;
  • ნიდერლანდები – 84.2 ქულა;

კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილემა მიიღო. სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ყველა რეგიონში იხსნება, რამდენიმე ქალაქში კი, სკოლების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც აღდგება. ეს არ შეეხება თბილისს, რუსთავს და ქუთაისს.

კომენტარები