ეს არის კიდევ ერთი მძლავრი, ვიტყოდი, საგანგებო მნიშვნელობის რესურსი, რათა საქართველომ თავისი პოზიციები, პარტნიორებთან ერთად, არათუ დაიცვას, არამედ, კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს წინაშე გამოჩნდეს, თუ რა რეალობასთან გვქონდა 2008 წელს საქმე. ამისთვის რუსეთი იხდის და გადაიხდის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფასს. რასაკვირველია, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება თუ არა რუსეთის მიერ შესრულებული, ეს მეორე საკითხია. ჩვენ არ მოველით, რომ მას ექნება კონსტრუქციული პოზიცია, თუმცა, ძალიან ძნელია გაუმკლავდე იმ არგუმენტს, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქვია. ასე, რომ ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ამ ბრძოლაში დამატებითი რესურსი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სახით არის ჩვენს ხელში...
2008 წლის აგვისტოს ომი
ვოლსკი: ბრძოლა გრძელდება და დამატებითი რესურსი ამ გადაწყვეტილების სახით ჩვენს ხელშია
tbl.ge/5dz7
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.
2008 წლის აგვისტოს ომიგია ვოლსკისტრასბურგის სასამართლოაგვისტოს ომიადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ამავე თემაზე
- რუსეთში Дождь-ის ჟურნალისტს 2008 წლის ომზე პოსტისთვის ათწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
- 2008 წლის ომის დროს ჩემი თხოვნით ბერლუსკონიმ პუტინს დაურეკა, შეთანხმება მალე გაფორმდა – კალაძე
- Дождь-ის რედაქტორს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე პოსტის გამო დაუსწრებლად ასამართლებენ
- მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა




