კორონავირუსი საქართველოში

ვაქცინაციის ბიუჯეტი 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე მერყეობს

საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის საფასური 64 მილიონი ლარიდან 158 მილიონ ლარამდე მერყეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ბიუჯეტი დღეს წარადგინა და მთავრობამ დღესვე დაამტკიცა. ამგვარი სხვაობა და უზუსტობა, როგორც გაბუნია ამბობს, გამოწვეულია იმით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, შესაბამისად ბიუჯეტი ითვალისწინებს, უკვე დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების ფასს. 

როგორც გაბუნია ამბობს, პროექტის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება იქნება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სრულად დააფინანსოს ვაქცინაცია. 

გაბუნია ასევე ამბობს, რომ კოვაქსის გლობალურ პლატფორმაზე საქართველოს მხრიდან უკვე გადახდილი თანხა არსებულ გეგმასთან უზრუნველყოფს პროგრამის სრულად დაფინანსებას.

კომენტარები