ჯო ბაიდენის ინაუგურაცია

რა ეცვათ ლედი გაგასა და ჯენიფერ ლოპესს ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე [PHOTOS]

გუშინ, 20 იანვარს, აშშ-ში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა, რომელზეც ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა, ხოლო დამატებით ორი სიმღერა - ჯენიფერ ლოპესმა.

რა ეცვათ მომღერლებს მათი კარიერის უმნიშვნელოვანესს დღეს?

ლედი გაგამ არჩევანი დიზაინერ დენიელ როუზბერის მიერ Schiaparelli-სთვის შექმნილ კაბაზე შეაჩერა. 

მომღერლის აქსესუარები კი ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი -  მტრედის დიდი ზომის გულსაბნევი, საყურეები და მიკროფონი. სოციალური ქსელების მომხმარებლებს ლედი გაგას ნახვისას ფილმი Hunger Games გაახსენდათ.

ჯენიფერ ლოპესმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ორი სიმღერა - This Land is Your Land და America the Beautiful მთლიანად თეთრებში გამოწყობილმა იმღერა.

მომღერალს თეთრი შარვალი, თეთრი მაისური და გრძელი თეთრი პალტო ეცვა, რომლებიც Chanel-ს ეკუთვნოდა.

ფრანგულ მოდის სახლს ეკუთვნოდა აქსესუარებიც - ქამარი, სამაჯურები, ქუდი, საყურეები და ჩანთა.

კომენტარები