ჩხოროწყუ

შსს: ჩხოროწყუში 2 პისტოლეტი, 700 ვაზნა და ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა ამოვიღეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ბ.ჯ. 

"პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: "EKOL Tisa"-ისა და "KRAL"-ის მოდელების 2 პისტოლეტი, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი. 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს". – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები