ჩხოროწყუ

ჩხოროწყუში ბანკომატის მოპარვის მცდელობისას საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დააზიანეს

Formula

ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში ბანკომატის მოპარვის მცდელობისას საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დააზიანეს. ტაბულას ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა ბანკომატის წაღება ვერ მოახერხეს.   

როგორც ფორმულას მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, დაზიანებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობის შუშები - ტელეკომპანიის ცნობით, შენობა აფეთქებისას დაზიანდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას ნიშნავს. 

კომენტარები