ერთპარტიული პარლამენტი

სუბარი: არ ვართ მარტო, აი, ის სოციალისტები, თუ რაც ჰქვიათ, ევროპელი სოციალისტები

რადგან ხალხმა მისცა ხმა, უკეთესი იქნება, შემოვიდნენ. თუ არ შემოვლენ და დარჩებიან ქუჩაში.

არ ვართ მარტო [პარლამენტში] აი, ის სოციალისტები, თუ რაც ჰქვიათ, ევროპელი სოციალისტები. 

ევროპელი სოციალისტების 4 დეპუტატი არის ზუსტად იმდენივე, რამდენიც გაიყვანა ყველა სხვა პარტიამ, თითოეულად აღებული, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილს. 

[ევროპელი სოციალისტები] ახალი შექმნილი პარტიაა და უცებ სახელი არ გამახსენდა...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, სოზარ სუბარი რუსთავი 2-თან საუბარში. პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხი წევრი პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ. მათგან სამს - ფრიდონ ინჯიას, გოჩა ენუქიძესა და დავით ზილფიმიანს მანდატები პარტიის იმ ლიდერების ნაცვლად ერგოთ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვეს, ხოლო მეოთხე - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში პარტიული სიით მოხვდა.

კომენტარები