ერთპარტიული პარლამენტი

მდინარაძე: ზოგიერთის თქმით, უფრო ერთპარტიული გახდა პარლამენტი, ანუ 1+1 ამყარებს ციფრ ერთს

რაც შეეხება პარლამენტის ერთპარტიულობას, ძალიან გულდასაწყვეტია პარტიისთვის, პარტიული ტელევიზიისთვის, ანუ ნაცმოძრაობას ვგულისხმობ განსაკუთრებით და მისი კლასტერისთვის, რომ საქართველოს პარლამეტში უკვე ორი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჯიუტად იმეორებენ მაინც ისინი ერთპარტიულობის შესახებ თავის მესიჯბოქსს. მათი კლასტერიდან ზოგიერთების განცხადებით, კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა პარლამენტი, ანუ ერთს რომ ერთი დავუმატოთ, ამით კიდევ უფრო გამყარდა ერთი ციფრი, ნუ ასეთ აბსურდში დღეს შეყოლას არ ვაპირებ...

ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრების მიერ დაკომპლექტებული პოლიტიკური გაერთიანების ევროპელი სოციალისტების პარლამენტში შესვლა. ქართული ოცნების ლიდერი გამოეხმაურა გიგა ბოკერიას ნათქვამსაც, რომ "ამ ხალხის შესვლა პარლამენტში არის ერთპარტიულობის დადასტურება."

კომენტარები