კორონავირუსი აშშ-ში

მსახიობმა სტივ მარტინმა კორონავირუსის აცრა გაიკეთა

Super Stars Bio

ცნობილმა კომიკოსმა და წამყვანმა, სტივ მარტინმა ახალი კორონავირუსის აცრა გაიკეთა.

"კარგი და ცუდი ამბავი მაქვს. კარგი ამბავია ვაქცინა გავიკეთე. ცუდი ამბავია აცრა იმიტომ გამიკეთეს, რომ 75 წლის ვარ. პროცედურამ, რომლის ორგანიზებას ეროვნული გვარდია და ჯარი ჩაუდგა სათავეში, წარმატებით ჩაიარა. დიდი მადლობა მათ და მეცნიერებას". – წერს 75 წლის მსახიობი სოციალურ ქსელში.

ახლო წარსულში კორონავირუსის აცრა კიდევ ერთმა ცნობილმა მსახიობმა, ბეჭდების მბრძანებლისა და იქს-ადამიანების ვარსკვლავმა იენ მაკკელენმა გაიკეთა.

კომენტარები