იან მაკკელენი

"განსაკუთრებული დღეა, ეიფორიაში ვარ" - იან მაკ-კელენმა COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთა

სერ იან მაკკელენი COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ.

81 წლის ბრიტანელმა მსახიობმა, სერ იან მაკ-კელენმა, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და თქვა, რომ ამის გამო თავს იღბლიანად გრძნობს.

მსახიობმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ არის გადაღებული.

"განსაკუთრებული დღეა, ეიფორიაში ვარ. თითოეული ადამიანი, რომელიც იმდენი ხანია ცოცხალია, რამდენი წლისაც მე ვარ, ამას ვაქცინებს უნდა უმადლოდეს. ამას აკეთებთ არა მხოლოდ საკუთარი თავებისთვის, არამედ თვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის". - თქვა მან.

იან მაკ-კელენმა დაამატა, რომ ვაქცინაცია "რა თქმა უნდა, უმტკივნეულოა".

დიდი ბრიტანეთში ახალ კორონავირუსზე ვაქცინაცია 8 დეკემბერს დაიწყო - ის პირველად 90 წლის ქალმა გაიკეთა.

Pfizer BionTech-ის ვაქცინას ქვეყანაში დეკემბერის ბოლომდე 4 მილიონი ადამიანი გაიკეთებს. თავდაპირველად, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 80 წელს გადაცილებულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გამოიყენა.

კომენტარები