კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევიდან 72 თბილისში დადასტურდა, აჭარაში – 13,  იმერეთში  – 5

armradio.am

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან  თბილისში დადასტურდა 72 შემთხვევა, აჭარაში – 13,  იმერეთში  – 5.

ქვემო ქართლში – 4, შიდა ქართლში – 0, გურიაში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 0. 

გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 4 964  ტესტი.

18 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 915 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 234 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები