ალექსეი ნავალნი

"ნავალნის დაკავება მიუღებელია" – ლატვიის, ესტონეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროები

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმეს. ოფიციალური განცხადება ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავის Twitter-ზე დაწერეს:

"ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვითხოვთ  მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუ მას არ გაათავისუფლებენ, უნდა განვიხილოთ ამ აშკარა ქმედების საპასუხო ამკრძალავი ზომების მიღება"

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დღეს რუსეთში დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააკავეს.

კომენტარები