COVID-19-ზე ვაქცინაცია

ენდელაძე: მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე

მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე. შეუძლებელია, ადამიანებმა ვიცხოვროთ მუდმივად რეგულაციების ქვეშ. ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ეს არის ვაქცინაციის ჩატარება. პირველ ეტაპზე იქნება მცირე დოზა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ემზადება ქვეყანა, რომ მასობრივად მოხდეს ვაქცინაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიწყება რისკჯგუფებიდან და შემდგომ მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ვაქცინაცია შეამცირებს ამ დაავადების რაოდენობას და პარალელურად, ჩვენ, ჯერჯერობით, ისევ მოგვიწევს რეგულაციების დაცვა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე რუსთავი 2-თან საუბარში. 

კომენტარები