ბიძინა ივანიშვილი

თალაკვაძე Washington Post-ზე: შედეგების გარდა, ივანიშვილის საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე The Washington Post-ში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. თალაკვაძის თქმით, შედეგების გარდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ ექნება. 

"გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას სხვა ინტერპრეტაცია ვერ იქნება გარდა იმისა, რაც ასახულია შედეგებში [...] თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით უნდა საუბარი, ან უნდა ანალიტიკური სტატიის მომზადება, ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა დაეყრდნოს კონკრეტულ ფაქტობრივ მონაცემებს, რომლებიც ამ ყველაფერს ადასტურებს. რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები". – თქვა თალაკვაძემ.

The Washington Post-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წასვლას. ავტორები სტატიაში ივანიშვილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებენ და მას შავ ზღვასა და კავკასიის ქედებს შორის გადაჭიმული ქვეყნის დე ფაქტო მმართველად მოიხსენიებენ.

კომენტარები