დონალდ ტრამპი

Snapchat-მა ტრამპს ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა

სოციალურმა ქსელმა Snapchat-მა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ანგარიშზე წვდომა სამუდამოდ შეუჩერა.

"გასულ კვირას ჩვენ განვაცხადეთ პრეზიდენტ ტრამპის Snapchat (SNAP) ანგარიშის განუსაზღვრელი დროით შეჩერების შესახებ და ვაფასებდით, თუ რა ხანგრძლივობის ქმედება აჯობებს ჩვენი Snapchat-ის საზოგადოების ინტერესებისთვის. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მისი მცდელობების გამო, გაევრცელებინა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა და წაეხალისებინა ძალადობა, რაც ჩვენი მითითებების აშკარა დარღვევაა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი ანგარიშის სამუდამოდ შეჩერების შესახებ" - თქვა Snapchat-ის სპიკერმა. 

მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ თავის მხარდამჭერებს მიმართა და მიმართვის ვიდეო სოციალურ მედიაში გაავრცელა, პრეზიდენტის ანგარიშები სხვადასხვა სოცმედიასაიტებმა შეზღუდეს.

Facebook-მა მიმართვის ვიდეო წაშალა და Facebook-სა და Instagram-ზე პრეზიდენტს წვდომა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე შეუზღუდა. Twitter-მა კი დონალდ ტრამპს ანგარიში სამუდამოდ გაუუქმა.

13 იანვარს YouTube-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა, კომპანიის თანახმად, ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.

კომენტარები