ეკონომიკა

2020 წელს ექსპორტი 12%-ით, იმპორტი კი 15.9%-ით შემცირდა

საქართველოს საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 12%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა.

2020  წელს საგარეო ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ 11 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 3 3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 8 მილიარდი დოლარი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგენს

კომენტარები