სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: ძალიან კარგი იქნება, თუ სააკაშვილიც იტყვის, რომ ქართული პოლიტიკიდან წავა

თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავა, იქნება ძალიან კარგი, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, რომელიც ქვეყანაში მოიტანს მეტ სტაბილურობას.

მე ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის - დაფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ, იმიტომ, რომ ამ ჭიდილმა - მიშა თუ ბიძინა, მიშა უფრო ცუდია თუ ბიძინა, რომელი უფრო კარგია - ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსია ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის.

აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს მას...

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პალიტრანიუსის გადაცემაში - 360 გრადუსი. 11 იანვარს ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი მტკიცებით, ამჯერად გუნდის წევრებს რჩევებს აღარ მისცემს და არც კონსულტაციებს გაუწევს. მეტიც, ის ამბობს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერიც აღარ იქნება, საჯაროობას წყვეტს და მისი მაქსიმალური აქტივობა არჩევნებზე მისვლა იქნება.

კომენტარები