რელიგიის თავისუფლება

ხოშტარია ბუკნარზე: ეს სახელმწიფოს ნგრევის მაგალითია, ხელისუფლება კი შუღლს უფრო აღვივებს

ბუკნარის მოვლენები არის სახელმწიფოს ნგრევის ნათელი მაგალითი. განსხვავებული შეხედულებების თუ მრწამსის საკითხები სახელმწიფოებში მშვიდობიანი თანაცხოვრებით წყდება. ხელისუფლება წლების განმავლობაში ან არ რეაგირებს, ან ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას.

საქართველოში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების საფუძველი, ეს არის ხელოვნური პროცესი, რომელიც მხოლოდ ჩვენი მტრის, რუსეთის ინტერესშია.

ხელისუფლებამ დროულად უნდა ირეაგიროს და ჩააცხროს ეს ძალიან საშიში დაპირისპირება...

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ჩოხატაურში, ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავეს. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.  

კომენტარები