ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ოცნების გუნდს შეუძლია, დამატებითი რჩევები მიიღოს პარტნიორებისგან და არა ჩემგან

გუნდი მომართულია, გამოცდილია საკმაოდ, არ საჭიროებენ [ჩემს რჩევებს]... როდესაც კაცს პრეტენზია გაქვს, რომ დაურეკო და გაუსწორო, მაშინ პრეტენზია უნდა გქონდეს, რომ შენ ხარ ბოლო ჭეშმარიტება და შენ ხედავ ყველაზე კარგად.

უკვე გამოცდილი გუნდია, ესენი არ საჭიროებენ და მე ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემ და ვფიქრობ, თვითონაც დაიცავენ ამ თამაშის წესს, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ არც თვითონ მაკადრებენ და აკადრებენ საკუთარ თავს და არც მე. და თუ ასეთი მოხდება, მე უარით ვუპასუხებ და ვეტყვი, რომ თუ პირადული რამე გაქვს, კი ბატონო, სიამოვნებით, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ პოლიტიკური თემები ჯობს, გადაწყვიტოთ თქვენ, გუნდთან.

ამავე დროს გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ვმეგობრობთ ევროკავშირთან, ნახეთ, როგორი კარგი ურთიერთობები დამყარდა, მათ შეუძლიათ, დამატებითი რჩევები მიიღონ პარტნიორებისგან და არა ჩემგან...

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 11 იანვარს ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე მეორედ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

კომენტარები