მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე: ენმ-ს არ უნდა შეთანხმება, ევროპელებისთვის აზრი არ აქვს, აშანტაჟებენ ოპოზიციას

რადიო თავისუფლება

„უნდა ვიყოთ რეალისტები და პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - ჩვენ და ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებს გვსურს ერთიანი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, რომელიც ორ ბანაკად არის სინამდვილეში გაყოფილი - ერთს საერთოდ არ სურს და არ აწყობს შეთანხმება და მეორეს ინტერესებში შედის ამ შეთანხმების მიღწევა. ეს არ არის არანაირი ერთიანი ოპოზიცია და არ არის ერთი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ხალხი". –ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2 - ის პირდაპირ ეთერში თქვა. .

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას  მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება და პარლამენტში შესვლა იმიტომ არ სურს, რომ არჩევნებში ისევ დამარცხდა და ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად დესტაბილიზაცია ესახება.

რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ისინი პარლამენტში "მაინც ვერ შედიან და  შესაბამისად, მათთვის აზრი არ აქვს, შეთანხმება შედგება თუ არა".

"ნაციონალურ მოძრაობას  არ უნდა, რომ შემოვიდეს პარლამენტში და ეს პროცესი დასრულდეს შეთანხმებით, ვინაიდან მათ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ გზად ესახებათ დესტაბილიზაცია, ევროპულ საქართველოს ასევე არ უნდა, რომ ეს შეთანხმება შედგეს, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება რომ შედგეს, ევროპული საქართველო მაინც ვერ შედიან პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ეს ორი ძალა დანარჩენ ოპოზიციას აშანტაჟებს და აიძულებს, უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე". – ამბობს თალაკვაძე. 

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. 

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 54-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებსგირჩის სამ და პატრიოტთა ალიანსის ერთ წევრს არ მიუმართავს. 

კომენტარები