ბიძინა ივანიშვილი

ოხანაშვილი ივანიშვილზე: არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება პასუხობს ყველა იმ საკითხსა და შეკითხვას, რომელსაც დღეს თქვენ სვამთ, თუ რატომ შემოვიდა პოლიტიკაში და ასევე, ის, რომ მას არასდროს ჰქონია პოლიტიკაში მუდმივად დარჩენის მიზანი.

არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია პოლიტიკაში მუდმივად დარჩეს. ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული ლიდერის მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებასა და მათ ლიდერებს ჰქონდათ.

ყველა კითხვაზე პასუხი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში არის გაცემული. ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას შეაფასებს საზოგადოება ეტაპობრივად და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ სწრაფვა...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც ის ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან მიდის. 

კომენტარები