კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 551 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 7 898 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 7 898 ტესტი, ხოლო  880 პაციენტი  გამოჯანმრთელდა. 

11 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 226 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 796 კი გარდაიცვალა. 

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები