კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 143 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 11 155 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 11 155 ტესტი, ხოლო 617 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 11 095 აქტიური შემთხვევაა.

10 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 239 229 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 225 335 პირი გამოჯანმრთელდა, 2 773 კი გარდაიცვალა. 

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები