მკვლელობა ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

შელაპარაკების ნიადაგზე, შვილმა 63 წლის მამა სამზარეულოს დანით მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. 

თვითმკვლელობა სცადა თავად ახალგაზრდამაც, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს და ის მსუბუქი დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები