მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუსერმა, 6 იანვარს ადგილობრივი დროით, საღამოს 6:00 საათიდან 7 იანვრის დილის 6 საათამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა და ქუჩაში გადაადგილება აკრძალა.
განცხადებაში წერია, რომ კომენდანტის საათი არ ეხებათ აუცილებელ სამსახურში დასაქმებულ პირებს, მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ამ განცხადებას ვაშინგტონში საქართველოს საელჩოც ავრცელებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



