არჩევნები აშშ-ში

ბორდელის გარდაცვლილი რესპუბლიკელი მეპატრონე ნევადაში ლეგისლატურის წევრად აირჩიეს

ნევადაში ბორდელის მეპატრონე და რეალითი შოუს გარდაცვლილი ვარსკვლავი დენის ჰოფი შტატის ლეგისლატურის ქვედა პალატის - ასამბლეის წევრად აირჩიეს. ის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა 72 წლის იუბილეს ხმაურიანად აღნიშვნის შემდეგ. ასამბლეის 36-ე ოლქში, რომელიც გამოკვეთილად რესპუბლიკურია, ჰოფმა დემოკრატი კონკურენტი დაამარცხა. 

მიუხედავად მისი გარდაცვალებისა, კანდიდატის სახელი ბიულეტენებზე დარჩა, რადგან წინასწარ დაბეჭდილი და ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები ვერ შეიცვლებოდა. 

ნევადის კანონმდებლობის მიხედვით, მის ადგილს სხვა რესპუბლიკელი დაიკავებს. 

ნევადაში ბორდელების ფლობა კანონიერი საქმიანობაა.

 

კომენტარები