კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. ის კლინიკაში 12 დეკემბრიდან მკურნალობდა. 

"12 დეკემბერს ჰქონდა ფილტვის დაზიანების ძალიან მაღალი ხარისხი. ფილტვის დაზიანება 20 ქულით შეფასდა. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გართულება. რამდენიმე დღეში აუცილებელი გახდა პაციენტის გადაყვანა მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და დამძიმდა. დღეს 12 საათისთვის, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალება". – ამბობს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წარმომადგენელი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

6 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 233 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 666 კი გარდაიცვალა.

კომენტარები