საპატრიარქო

ილია II: ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი უფალს და სამშობლოს

მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. 

რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში...

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მადლობას უხდის მრევლს დაბადების დღისა და ინტრონიზაციის მილოცვისათვის. 

კომენტარები