ლავასოღლი

უკრაინული მედია: ოდესის აეროპორტში ე.წ კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის აეროპორტში ქართველი ე.წ "კანონიერი ქურდი", მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. 

ინფორმაციას, detective-info.com.ua ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა, მას საბუთები არ ჰქონდა და შემოწმებისას გააჩერეს.  მათივე ცნობით, სამართალდამცველები გორაძის ბელარუსში დაბრუნებას გეგმავდნენ, თუმცა, ე.წ. "კანონიერი ქურდი" თვითდაზიანების მიყენებით იმუქრებოდა. 

თვითმფრინავის კაპიტანმა მის ტრანსპორტირებაზე უარი თქვა. ლავასოღლი ამ დრომდე ოდესის აეროპორტში იმყოფება. 

გორაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ტელეკომპანია ფორმულასთან  ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს. 

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მინდია გორაძეს პატიმრობა ემუქრება გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელს მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 

კომენტარები