საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 128, აჭარა – 37, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 33 შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 2 795 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.
3 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 229 169 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 220 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6 098 აქტიური შემთხვევაა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





