კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 921 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 332 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 921 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში მკურნალობს – 436, აჭარაში – 91, იმერეთში – 232.  მძიმე პაციენტებიდან 322 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან თბილისში – 197, აჭარაში – 25, იმერეთში – 47.

ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 990 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან თბილისში 426 დადასტურდა, იმერეთში – 167, აჭარაში – 72

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 8 016 ტესტი ჩატარდა, აქედან 3 800 ანტიგენის, 4 216 კი PCR ტესტია.

პირველი იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 228 410 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 214 992 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 864 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები