კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 990 ახალი შემთხვევიდან თბილისში 426 დადასტურდა, იმერეთში – 167, აჭარაში – 72

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 72, იმერეთი – 167, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 83, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 68, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 8 016 ტესტი ჩატარდა, აქედან 3 800 ანტიგენის, 4 216 კი PCR ტესტია.

პირველი იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 228 410 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 214 992 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 864 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები