ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: გყავს პოლიტიკოსები, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ – ველზე არ არიან გასულები

ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების რაღაც რაოდენობა, რომელსაც პატივს ვცემ, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ, ხომ არ ჩამოვთვლი. მარტო კომენტარი - რეპორტიორი მივიდა, რას იტყოდით ამ მოვლენასთან დაკავშირებით და მორჩა, ველზე არ არიან გასულები, არადა, ნახელისუფლარი პარტია როდესაც ვართ, ეკა კვესიტაძის ან ნიკა გვარამიას ან ინგა გრიგოლიას გადაცემაში როდესაც ვართ, დიდი შესაძლებლობაა, ბუნებრივია, რომ ბევრ ადამიანს ერთდროულად მივაწოდოთ ჩემი გზავნილი, მაგრამ არ არის საკმარისი.

მოგვისმენია, ნაციონალურ მოძრაობაში ჭკვიანები არიან, მაგრამ "ჩათლახები" არიან, მე მომისმენია. გლდანის მე-8 მიკრორაიონში 2012 წელს რომ ჩასძახა ეს ფრაზა, რომ ასეთები არიან, გადმოეცა და იმ მოქალაქემდე არავინ მისულა, რომ ეთქვა აი თქვენ რომ გგონივართ, მე ასეთი არ ვარ, ასეთი ვარ. გვჭირდება მეტი მოძრაობა...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები