დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი მორიგი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, ცენტრის დირექტორს ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
"ის გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას". – აცხადებს NCDC.





