ეკონომიკა

კოვზანაძე ინვესტიციებზე: თითოეული მილიონი დოლარი სანთლით საძებარი იქნება

იმედით შევყურებთ 2021 წელს, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან შემოდინებას ექნება ადგილი. თითოეული მილიონი დოლარი, ვფიქრობ, სანთლით საძებარი იქნება. ასევე, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის ფონზე, ვაჭრობის სექტორი, რომელიც პანდემიამდელი მშპ-ს დიდ ნაწილს  14%-ს ქმნიდა, სრულიად აღდგება. არ მაქვს ილუზია, რომ უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები, რომელიც მშპ-ს 11.5%-ს შეადგენდა, სრულიად აღდგება. არ მაქვს განსაკუთრებული ილუზია, რომ ტურიზმი, რომელიც მშპ-ს 8% იყო და შემოსავლები 3.5 მილიარდ დოლარს უახლოვდებოდა, პანდემიამდე არსებულ დონეს, ალბათ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვერ აღიდგენს...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმდჯომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

კომენტარები