მე-10 მოწვევის პარლამენტი

გახარია: გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ უარი თქვა

მერწმუნეთ, ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალზე მოკლევადიანი, მიმდინარე და ვერც დავარქმევ მე ამას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის. დემოკრატიული პროცესი ვითარდება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ეპიდემიასთან გამკლავება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც პოლიტიკურ კრიზისს ეძახით. მეტიც, არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ უარი თქვა. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში, რა თქმა უნდა, ეს ორი საკითხი დგას პირველ რიგებში...

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, რა გამოსავალს ხედავს ის პოლიტიკური კრიზისიდან.

კომენტარები