ეკონომიკა

ლილუაშვილი: ზამთრის კურორტების ობიექტებს 2 თვის საშემოსავლო 2021-ის ზაფხულამდე გადაუვადდებათ

ბექა ლილუაშვილი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ზამთრის კურორტებზე მოქმედ ყველა ობიექტს ნოემბრისა და დეკემბერის საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება 2021 წლის ზაფხულამდე გადაუვადდებათ.

"რაც შეეხება უშუალოდ ზამთრის კურორტებს, ეს არის დაბა ბაკურიანი, სოფელი გუდაური, კურორტი გოდერძი, დაბა მესტია - ამ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა ტურისტულ ობიექტს, მათ ეხსნებათ ნოემბერში და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება, ანუ გადავადდება ეს ვალდებულება მომდევნო წლის ზაფხულისთვის დაახლოებით". – თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე 31 იანვრამდე არ იფუნქციონირებენ სათხილამურო ტრასები და საბაგიროები, სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

რას მოიცავს 1.1-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური დახმარების პაკეტი სრულად  - წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები