ელენე ხოშტარია

ხოშტარია: მგონია, რომ მეტი თავისუფლებით და სითამამით მეტის გაკეთება შემიძლია

რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმებზე პოლიტიკის კეთების და ბრძოლის ტაქტიკაზე განსხვავებული შეხედულებები რომ არ იყოს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, თუმცა არსებითი არის მაინც ის, რომ მე შევძლებდი ამ პარტიაში ყოფნით ზოგადად პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი სიკეთის მოტანას, თუ დამოუკიდებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიაში ვინმეს ვაკრიტიკებ და მიმაჩნია, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე სხვა. უბრალოდ მიმაჩნია, რომ მეტი თავისუფლებით, ჩემი მეტი სითამამით და უფრო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებით მეტის გაკეთება შემიძლია....
 

ამბობს ელენე ხოშტარია მთავარი არხის ეთერში. ხოშტარიამ დღეს ევროპული საქართველო დატოვა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

კომენტარები