ევროპული საქართველო

ნადირაშვილი ხოშტარიას პარტიიდან წასვლაზე: დიდი ხანია, ვიცოდით, ის თვლის, რომ ასე სჭირდება

გიდასტურებთ იმას, რაც ელენემ უკვე დაგიდასტურათ, დიახ, ის აპირებს ცალკე პლატფორმის გაკეთებას, ის ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს დღეს.

ამის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ძალიან დიდი ხანია, ჩემთვის ეს ახალი ამბავი დღეს არ იყო, ვიცოდი წინა დღეებშიც.

არანაირი უთანხმოება არ ყოფილა, ეს ელენეს გადაწყვეტილებაა, ის თვლის, რომ მომავალში ასე სჭირდება მას, ის ოპოზიციურ ერთობაში ჩვეულებრივად რჩება...

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლაზე. ხოშტარია საჯარო განცხადებას დღეს, 15:30-ზე გააკეთებს. ის ევროპული საქართველოს ოფისში უკვე მივიდა.

კომენტარები