ეკონომიკა

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრობის დონე საქართველოში 17.6%-მდე გაიზარდა

gcn.com

საქსტატმა უმუშევრობის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალა. უწყება აქამდე მოძველებულ სისტემას იყენებდა, რომელიც რეალურ მაჩვენებლებს არასდროს ასახავდა. 

აქამდე არსებული მეთოდოლოგიით, სოფლად მცხოვრები სამუშაო ასაკის თითოეული ადამიანი თვითდასაქმებულად მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მოქალაქეს რაიმე შემოსავალი. აქედან გამომდინარე, სოფელში უმუშევრობის დონე, ამ მეთოდოლოგიით, 5%-ს შეადგენდა, ამგვარი მეთოდოლოგია გავლენას ახდენდა ქვეყნის მთლიან მაჩვენებლებზე, რის გამოც სტატისტიკა ვერ ასახავდა უმუშევრობის რეალურ დონეს. 

ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, სოფლის მაცხოვრებლებიდან მხოლოდ ის მოქალაქეები ითვლებიან თვითდასაქმებულად, რომლებიც საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციას ეწევიან. 

ამ ცვლილების მიხედვით დაკორექტირდა 2019 წლის მონაცემები. შედეგად, უმუშევრობის დონე 11.6%-დან 17.6%-მდე გაიზარდა. ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგად, თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში 49%-დან 30.7%-მდე შემცირდა. 

 

კომენტარები