კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-ია – წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გვინდა 95%

თუ მოვუშვით შეზღუდვები, მაშინ მაჩვენებელი იანვრის ბოლოსთვის შეიძლება ავიდეს 5 000-ზე, მაგრამ ამავე დროს, ამ შეზღუდვებთან ერთად ჩვენ დღეს ასული ვართ პირბადის ტარების 70%-ზე, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გვინდა 95%, თუ ავედით 95%-ზე მაშინ იანვრის ბოლოს ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც სისტემა დაიჭერს და ვერ დაიჭერს – რასაც ვერ დაიჭერს, იქნება 728-ის ფარგლებში, რასაც დაიჭერს, ანუ აღმოაჩენს იქნება, დაახლოებით, 400-500-ის ფარგლებში. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.

კომენტარები